-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი მთარგმნელი კურსდამთავრებული
კაკაბაძე გიორგი ჯუანშერის ძე (29.IV. 1963, თბილისი). ქართვ. მწერალი-დოკუმენტალისტი, ესეისტი, მთარგმნელი, ფიროსმანის ექსპერტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1991). იგი მუშაობდა საქართვ. რადიომაუწყებლობის სახ. დეპარტ. რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთ. რედ. (1992-დან), ასევე თანამშრომლობდა იუმორისტულ პროგრამასთან „აბი გლუკოზა“. იგი მონაწილეობდა საქართვ. ტერიტორიულ მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში (სოხუმი, ტამიში, ოჩამჩირე, ლაბრა, გუმისთა, შრომა და სხვ.) და ფრონტიდან აწვდიდა მასალებს საქართვ. ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობას (1992-1993). მის მიერ მოპოვებულ მასალებს ხშირად იყენებდნენ უცხოური ტელეკომპანიებიც. კ. გ. დაინიშნა რადიოს ლიტ. პროგრამების რედ., მთ. რედ. მოადგილედ (1994 წლიდან). ამავე დროს პარალელურად ლიტ. წერილებს აქვეყნებდა პერიოდულ პრესაში. იგი მიწვეული იყო ტელე ,,იმედის’ გადაცემაში „არ იდარდო“ სცენარისტად (2004). კ. გ. ასევე „ინტერნიუს-სერვისის“ გახმოვანების სტუდიის, მთ. რეჟ. (2005); გამომც. „პეგასის“ მთ. რედ. (2011), "პალიტრა ტვ"-ისა და რადიო "პალიტრის" თანამშრომელი (2015). ეწვა პედ. მოღვაწეობას. არის საერთაშ. ურთიერთობების ბაკალავრი (თსუ); „საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი (2012-2015); GIPA-ს საერთაშ. ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი (2022-დან). მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთისა და გერმ. საგარეო პოლიტიკა. მწერალი გახდა ლიტ. პრემია ,,საბას“ ნომინანტი წიგნებისთვის: „როგორ მესმის ლიტერატურა“, „ნიკო ფიროსმანი“, „რისი თქმაც მინდა“ (2008, 2011 და 2021 ). ფესტივალ ,,ნიამორის“ პირველი ადგილის მფლობელი (2015) და ლიტ. პრემია „გალას“ ნომინანტი წიგნისთვის „ნიკო ფიროსმანი“ (2021).
თხზ.: კაკაბაძე, გ. (2007). როგორ მესმის ლიტერატურა: კრიტიკული წერილები. თბ., პეგასი; კაკაბაძე, გ. (2010). ნიკო ფიროსმანი: დოკუმენტური რომანი. თბ., პეგასი; კაკაბაძე, გ. (თანაავტორი). (2018). ქართული ვაზის ჯიშები : ენციკლოპედიური ნაშრომი. თბ, პეგასი; კაკაბაძე, გ. (2020). რისი თქმაც მინდა: ლიტ. ესეები. თბ., პეგასი; კაკაბაძე, გ. (2007). კაკაბაძე, გ. (2021). ალექსანდრ შიმკევიჩი-თბილისის არქიტექტორი: ბიოგრაფიული ნარკვევი. თბ., პეგასი; კაკაბაძე, გ. (თანაავტორი). (2022). ქართული ლიტერატურის მცირე ენციკლოპედია. ბაკმი.
თარგმ.: კაკაბაძე, გ. (მთარგმნელი). (2012). ჩარლზ დიკენსი — საშობაო სიმღერა. თბ., პეგასი; კაკაბაძე, გ. (მთარგმნელი). (2015). მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები. თბ., საქართველოს მაცნე; კაკაბაძე, გ. (მთარგმნელი). (2019). ეგვიპტური მითები. თბ., პეგასი.